თუ ქართველ ხალხს უნდა დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, - ამის შესახებ სენატორმა რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.
როგორც რიშმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე არჩევნებს დააკვირდება.
"ის ინფორმაცია, რომელზეც გვაქვს წვდომა, გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებსა აქვთ ჭკუა და ანალიზის უნარი, ძალიან სწრაფად მიდიან დასკვნამდე, რომ დემოკრატია არის უკეთესი ცხოვრება. მე თქვენ მაძლევთ იმედს, როცა მეუბნებით რომ ქართველების უმეტესობა მიისწრაფვის დასავლეთისკენ.
ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ერთ თვეში და ვნახავთ ამ არჩევნების შედეგებით და ამას დაგვიდასტურებს ის დელეგაციები, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ არჩევნებს და იქ უკვე გრძელვადიანი დელეგაციები ჩასულები არიან. თუ ის, რასაც თქვენ ამბობთ ქართველ მოსახლეობაზე და ქართველ ხალხზე და თუ მართლა უნდათ დასავლეთისკენ სწრაფვა, ისინი გამოიყენებენ ოქტომბრის არჩევნებს, იმისთვის რომ ამას მიაღწიონ. ჩვენ დავაკვირდებით ამ არჩევნებს", - განაცხადა რიშმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press