უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
როგორც შაჰინმა აღნიშნა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი".
"საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის გამო. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ.
ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიაში შეიძლება იყოს კრიტიკული და ამას გვთხოვს, რომ შეგვეჩერებინა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მე ავუხსენი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს კრიტიკული აზრი და ნამდვილად, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია არ ეთანხმებიან პრემიერს ამ გამონათქვამში.
როგორც ბატონა რიშმა თქვა, უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია", - განაცხადა შაჰინმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press