ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე განაცხადა.
როგორც სენატორმა კარდინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს უფრო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს.
"ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან სენატორი რიში და სენატორი შაჰინი", - განაცხადა სენატორმა კარდინმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press