Foto

რუსეთმა 6 ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათ აკრედიტაცია გაუუქმა

რუსეთმა, 6 ბრიტანელ დიპლომატს, რომლებსაც ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, აკრედიტაცია გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამსახურში აცხადებენ, მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" FSB-ზე დაყრდნობით წერს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დიდი ბრიტანეთის მონაწილეობას საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით.

"ამიტომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, FSB-ს მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე და ლონდონის არაერთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის 6 თანამშრომელს აკრედიტაცია, რომელთა ქმედებებში დაზვერვისა და დივერსიული მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს",- აღნიშნულია FSB-ს განცხადებაში.