Foto

ბორელი - რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ირანის მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროკავშირი რეაგირებას სწრაფად და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით მოახდენს.

"ირანის წინააღმდეგ პასუხი იქნება ახალი და მნიშვნელოვანი შემაკავებელი ზომების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც ჩართულნი არიან ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში. ამასთან დაკავშირებით განიხილება შემზღუდველი ზომები ირანის საავიაციო სექტორშიც", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.