გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მამაკაცს ჰიდრავლიკურ ამწეზე დამაგრებული ავტომობილი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "კახეთის ხმა" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ავტოხელოსანია. მათი თქმით, ამწე დაზიანებული იყო, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ჩამოვარდნილმა ავტომობილმა მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.
როგორც მედია წერს, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press