Foto

ორბანი - გერმანიამ და მისმა კანცლერმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს

გერმანიამ და მისმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროპელი ლიდერები თუ ამბობენ, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, მათ არ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც მათ იცავს.

"საზღვრების დაცვა ბოლო დროს ნეგატიური სიტყვა გახდა, რადგან ყველა ვალდებული იყო, მიგრანტები შემოეშვა - ვინც მათ აჩერებს, ის "ცუდი ბიჭია". ახლა გერმანიამ გამოიღვიძა. ტერორიზმი, კრიმინალი, სოციალური და ფინანსური ტვირთი მიგრანტების, რომლებსაც არ სურთ მუშაობა - ყველაფერი ეს იწყებს გერმანელების გამოღვიძებას", - განაცხადა ორბანმა.