კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის საკითხზე.
კალაძის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც „ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა".
„საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ მათი კამპანია და განცხადებები, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებდით მას. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, თურმე, მილიარდობით გრანტი დავკარგეთ. დღეს ხომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სად არის მილიარდობით გრანტი? სანამ „გამჭვირვალობის კანონი" მიიღებოდა ერთი თეთრი არ წამოსულა ამ მილიარდებიდან. 26 ოქტომბერს ყველას სათანადო პასუხი გაეცემა", - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press