ომი უკრაინაში სიძლიერითა და სიბრძნით უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა "იალტის ევროპული სტრატეგიის" ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებისადმი მოკლე ვიდეომიმართავში აღნიშნა, ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ "არასდროს მოხდებოდა".
"მე კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, მე ვიცნობ პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან კარგად და ვფიქრობ, რომ ეს [ომის დარეგულირება] უნდა გაკეთდეს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სიძლიერითა და სიბრძნით... 53 დღეში ჩვენ გვაქვს არჩევნები, მათ შორის ამ ომთან დაკავშირებით",- თქვა დონალდ ტრამპმა, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press