Foto

აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის - ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას გამოეხმაურა.

როგორც ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა, აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.

“მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის“,- წერს ჰარისი X-ზე.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.