მე უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მის სიახლოვეს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ტრამპი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ჩემს სიახლოვეს იყო სროლები, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, გითხრათ: უსაფრთხოდ და კარგად ვარ! მე არასოდეს დავნებდები! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ - წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press