Foto

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც შევიტყვე, რომ ტრამპი უვნებელია - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს მომხდარ სროლას ეხმაურება.

ბაიდენის თქმით,“შვებით ამოისუნთქა, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი უვნებელია“.

“ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას იძიებენ. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.