მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, საქართველოს მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში წვლილი შეიტანოს.
"პრემიერ-მინისტრო, მჯერა, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მშვიდობა სასარგებლოა არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებს სარგებელს თანაბრად.
ამიტომაც, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რეგიონში მშვიდობა იყოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თქვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ წვლილი შეიტანოთ რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, 16 სექტემბერს ეწვია.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press