მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის და უვნებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა.
„საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს. კარგია, რომ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი მალე დააკავეს. ეს ჩვენი პრინციპია: კანონის უზენაესობა უმთავრესია და პოლიტიკური ძალადობის ადგილი მსოფლიოში არაა. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press