ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი "გულწრფელი იყო და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპის უსაფრთხოდ ყოფნის გამო თავს მშვიდად გრძნობს".
“ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საუბარი იყო საიდუმლო სამსახურზე“,- აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა იყო. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 58 წლის რაიან უესლი როუთია, რომელიც თვითდასაქმებული მშენებელია ჰავაიდან. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, "ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო" და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press