დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების ნებართვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გარეშე არ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე აშშ უკრაინას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მწვანე შუქს აუნთებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დასავლელ მოკავშირეებს საერთო სტრატეგიის დასახვა სჭირდებათ.
“მნიშვნელოვანია, რომ, როგორც უკრაინის მხარდამჭერ მოკავშირეებს, გვქონდეს სტრატეგია მომავალში გამარჯვებისთვის. ახლა ჩვენ ამას განვიხილავთ აშშ-სთან და სხვა მთავარ მოკავშირეებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მივემართებით გენერალურ ასამბლეაზე, სადაც შევხვდებით ზელენსკის“,- აღნიშნა ლემიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press