Foto

ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს - The Times of Israel

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორომაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის პორტფელს პარტია “ახალი იმედის“ ლიდერს, ისრაელის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გიდეონ საარს შესთავაზებს.

“ისრაელის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, გამოთქვა წინააღმდეგობა სასამართლო რეფორმის დიდ ნაწილზე, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის ისრაელის დემოკრატიას. რეფორმა დიდწილად შეჩერდა მასობრივი პროტესტისა და ომის დაწყების ფონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის მედიის ცნობით, გიდეონ საარს შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც შესთავაზონ და ამ შემთხვევაში საგარეო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ისრაელ კაცი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.