მიანმარში, ტაიფუნ “იაგის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო, 220-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი, დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალდა 9 შტატი და რეგიონი, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქი ნეიპიდო, ჩრდილოეთით მდებარე მანდალაი, დასავლეთით მდებარე მაგვეი და სამხრეთით მდებარე ბაგო - რეგიონები, რომლებიც მიანმარის უდიდესი მდინარის, ირავადის გასწვრივ მდებარეობს.
“წყალდიდობამ, დაახლოებით, 630 000 ადამიანი დააზარალა. გზების ჩაკეტვამ, ხიდების დაზიანებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა დახმარების მიწოდება. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ქვეყნის ბევრ რეგიონზე, მათ შორის შანის შტატზე, რომელიც წყალდიდობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ამასთან, ვიეტნამში ტაიფუნ “იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 292-მდე გაიზარდა, 38 დაკარგულად მიიჩნევა. დაზიანდა 230 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press