Tbilisi Pride და კიდევ 31 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონს, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონების პაკეტი, "თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ".
"ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვგმობთ სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების იმ პროცესს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს. „ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.
კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვნებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა. ერთადერთი გზა, ვუპასუხოთ ამ და სხვა რეალურ გამოწვევებს, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მტკიცე წინსვლაა - სწორედ ის, რისი შეფერხებასაც ხელისუფლება, მათ შორის ამ საკანონმდებლო პაკეტითაც, ცდილობს.
კანონების პაკეტი საზიანო და სახიფათოა, რადგან იგი სინამდვილეში ცენზურის დაკანონებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში უხეშ ჩარევას მოიაზრებს. პაკეტი თავისი არსით ეხება არამხოლოდ ერთ ჯგუფს, ლგბტქ თემს, არამედ ქმნის პრეცედენტს, რომ მომავალში მთავრობას შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოართვას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. არაერთი ისტორიული მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ხდება ერთი ჯგუფისათვის უფლებების შეზღუდვა უფრო მასშტაბური რეპრესიების დასაწყისი.
გამომდინარე იქიდან, რომ ვაცნობიერებთ ამ საკანონმდებლო პროცესის რეალურ მიზნებს და ასევე გვახსოვს, თუ როგორ უგულებელყო მმართველმა გუნდმა საზოგადოების დაკვეთა „რუსული კანონის” უკან გაწვევის თაობაზე, ჩვენ საქართველოს პარლამენტს აღარაფერს მოვუწოდებთ. თუმცაღა, მოვუწოდებთ:
გვჯერა, რომ 26 ოქტომბერი ცვლილებების მომტანი იქნება, რადგან ვხედავთ, რომ საქართველო დღითიდღე ირჩევს სოლიდარობის, ხიდების მშენებლობისა და უდრეკი ერთიანობის გზას. მადლობა ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ნამდვილ ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობასა და ურთიერთპატივისცემას - პირადი მაგალითით ასაზრდოებს. სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყველაზე აშკარად ზარალდებიან ამ მანიპულაციურ პროცესში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. თანასწორობის მოძრაობა
2. თემიდა
3. თბილისი პრაიდი
4. სოლიდარობის თემი
5. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
6. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
7. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
8. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
10. ქალთა ფონდი საქართველოში
11. ფემეა
12. GrlzWave
13. ქალები საქართველოდან/Women of Georgia
14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
15. მედიის განვითარების ფონდი
16. დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
17. ქვიარ ინიციატივა
18. საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
19. მწვანე ალტერნატივა
20. EUROBRIDGE
21. Bel-Geo Fusion
22. პროექტი 64
23. მედია აპრილი
24. ცოდნის კაფე
25. თვითმოძრავი აუდიტორია
26. ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
27. ტალღა
28. მშობლები მშობლებისთვის
29. შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი
30. არტისტების ჯგუფი “ბულიონი”
31. დაქალი
32. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", მესამე მოსმენით დღეს, 17 სექტემბერს მიიღო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press