უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თათბირზე სამხედრო სარდლობასთან ერთად მომზადა “სამხედრო პაკეტი“, რომელიც უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გამარჯვების გზაზე.
"მქონდა თათბირი უკრაინის გამარჯვების გეგმის სამხედრო შინაარსის შესახებ. ერთად ვიმუშავე სამხედრო სარდლობასთან. მომზადდა კარგი, ძლიერი შინაარსი სამხედრო პაკეტისთვის. ამ შინაარსის პაკეტს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს უკრაინა, როგორც ამას გამარჯვების გეგმა ითვალისწინებს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა შინაარსის იქნება აღნიშნული სამხედრო პაკეტი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press