საქართველოს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არჩევანი აქვს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როთის თქმით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.
"მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა უნდა მიეცეთ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არჩევნებს, უფლება აქვთ, თავიანთი საქმე მთელი საქართველოს მასშტაბით აკეთონ.
მმართველი პარტიას და მისი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ მათი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისწამების კამპანიებით, არ აქვთ თავდაჯერებულობა. "ქართული ოცნება" იგივე "ქართული კოშმარი" არ ეყრდნობა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს. ვინც ასე იქცევა, წააგებს. ადრე თუ გვიან", - წერს როთი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press