Foto

54 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ - რუსეთის თავდაცვა

გასულ ღამეს, 5 რეგიონში 54 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თუმცა არაფერს ამბობენ ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცზე, სადაც დრონებით თავდასხმის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობი იწვის.

სამინისტროს მოკლე მიმოხილვაში, რომელიც ციტირებულია რუსული სააგენტოების მიერ, ნათქვამია, რომ ღამით კურსკის ოლქში 27,  ბრაიანსკში 16, სმოლენსკში 7, ბელგოროდში 3 და ორიოლის ოლქის თავზე ერთი დრონი ჩამოაგდეს.

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონებით თავდასხმისა და შედეგად საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია ტოროპეცის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“ტოროპეცის რაიონში უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, ნამსხვრევების დაცემის ადგილზე კი ხანძარი გაჩნდა, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა“,- აღნიშნა ტვერის ოლქის გუბერნატორმა.