ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მიღებას ეხმაურება.
ცაჰკნა, სოციალურ ქსელში, ამავე საკითხზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას აზიარებს და წერს:
"საგანგაშოა იმის დანახვა, ოჯახური ფასეულობების დაცვის სახელით, როგორ ლახავს საქართველო ზოგიერთი უმცირესობის უფლებებს",- წერს ცაჰკნა X-ზე.
შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური კანონის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი "ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის".
პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტი, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ", გუშინ, 17 სექტემბერს მიიღო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press