ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას.
როთი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჰომოფობიური კანონი გააუქმოს.
"ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.
კესარია აბრამიძე მოკლეს.
საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ.
ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას - "ქართულ კოშმარს", დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი",- წერს როთი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. დღეს, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press