ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების მორიგი აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობა “ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ.
“ბეირუთის გარეუბანში და ბექაას ხეობაში 20 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა, ხოლო მანამდე ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 ბავშვია, 3 000-მდე პირი კი დაშავდა“,- აცხადებენ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press