საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
კომიტეტის ცნობით, კანდიდატთა შორისაა მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი, ბრიტანელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი სებასტიან კოე, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, იაპონელი მორინარი ვატანაბე, ველოსიპორტის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი, ფრანგი დავიდ ლაპარტიენტი, თხილამურობისა და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, შვედი იოჰან ელიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩ-უმცროსი და IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები - იორდანიის პრინცი, ფეისალ ალ-ჰუსეინი და ზიმბაბველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი კირსტი ქოვენთრი.
მათივე ინფორმაციით, პარიზში გამართულ IOC-ის სესიაზე, IOC-ის პრეზიდენტმა, თომას ბახმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა გაისად ეწურება, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ახალი ვადით კენჭს აღარ იყრიდა.
“საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება IOC-ის სესიაზე, რომელსაც 2025 წლის 18-21 მარტს საბერძნეთის ქალაქი ოლიმპია უმასპინძლებს. ახალი პრეზიდენტი თავის მოვალეობას 2025 წლის ივნისიდან შეუდგება.
პრეზიდენტობის კანდიდატები IOC-ის წევრებს თავიანთ პროგრამას დახურულ სხდომაზე გააცნობენ, რომელიც 2025 წლის იანვარში ლოზანაში გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press