ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ეს არის ძალიან მარტივი გეგმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა აშენდეს ლაზიკის პორტი.
"ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი. ლაზიკის პორტში სასტუმროები არის აშენებული, რომლებიც გააპარტახეს. მაგალითად, ლაზიკის სასტუმროში, "ოქროს საწმისის“ სასტუმროში აფხაზი გოგონა იყო ადმინისტრატორი და კიდევ რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ სოხუმიდან. სოხუმიდან დადიოდნენ სამსახურში. რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებული იყო. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება ბათუმიზაცია სოხუმის და რაც მთავარია, ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. ჩვენ გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება აღებული, ჩემ მიერ 2010 წელს, რომ არასდროს საქართველო არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი გზებით ამის კეთებას. ვაპირებთ, რომ არ დავუშვათ არეულობები. ივანიშვილი ემზადება "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის აღიარებისთვის, მას ეს არ გამოუვა",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press