ზუგდიდში, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრები წინასაარჩევნო კამპანიას მართავდნენ თავს დაესხნენ.
როგორც გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პარტიის წევრ ანა წითლიძეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს.
ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში მობილიზდა სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფი, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
"მოხდა ის, რომ ვარიგებდით საინფორმაციო ფლაერებს ჩვენსას და მოსახლეობას ვხვდებოდით, რა დროსაც 50-მდე "ქართული ოცნების" წევრი თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ახალგაზრდებს. ფიზიკურად შეეხნენ ახალგაზრდებს. ფიზიკურად შემეხნენ მეც.
მოჰყვებოდა თეონა ქარდავა, რომელიც არის სუს-ის აგენტი, ოცლარიანი, წინა წლებშიც მონაწილეობდა ასე ოპოზიციონერებზე თავდასხმაში და ძირითადად სუსი იყენებდა ხოლმე ასეთი პროვოკაციებისთვის. და რეალურად ეს არის, რაც მოაწყეს. ეს არის ის რაც შეუძლიათ მოაწყონ - დაპირისპირება, მუქარა დარტყმა... ფიზიკური დაპირისპირება იყო, ხელით შეეხნენ ახალგაზრდებს და ხელით შემეხნენ პირადად მეც. მოვუწოდებ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კანონის შესაბამისად იმოქმედოს", - განაცხადა ანა წითლიძემ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press