Foto

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებ - ლემი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და “ჰეზბოლას“ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

აღნიშნული განცხადება ლემიმ ამერიკელ, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.

"დღეს მოვუწოდებ ორივე მხარეს, ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვსურს, მივიღოთ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა, რათა ისრაელელებს შეეძლოთ სახლში დაბრუნება და შესაბამისად ლიბანელებიც დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში“,- განაცხადა ლემიმ.