უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
ნიკიფოროვის თქმით, შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატრბის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენთან კამალა ჰარისთან და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტთან და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატთან დონალდ ტრამპთან გაიმართება.
"ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს მას "გამარჯვების გეგმა". უკრაინის სახელმწიფოს მეთაური იმედოვნებს, რომ განიხილება ამ გეგმის დეტალები, ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი შეერთებული შტატების მხრიდან",- განაცხადა ნიკიფოროვმა.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას. ასევე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press