Foto

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ლაიენი წერს, იწყება გათბობის სეზონი და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. 

"ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი შვიდეულის“ სესხებზე წვდომამდე და პროგრესამდე", - წერს ლაიენი.