ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში 130 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების ცნობით, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ცფათში, ასევე გალილეის დასახლებებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია მას შემდეგ, რაც ლიბანში "ჰეზბოლას" ათასობით საკომუნიკაციო მოწყობილობა - პეიჯერები და გადამცემები აფეთქდა.
ლიბანურმა შიიტური დაჯგუფებამ ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press