Foto

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ორი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის ორი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, უმეროვმა ვიქტორ ზაიცევი და იგორ ოსტაპენკო გაათავისუფლა.

ამასთან, როგორც მედია წერს, აქტიურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის აპარატი თავად ბუდანოვის გადადგომას გეგმავს.