Foto

კამალა ჰარისი - მომავალ კვირას, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს მეშვიდედ შევხვდები

მომავალ კვირას, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს მეშვიდედ შევხვდები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ჰარისმა აღნიშნა, აშშ-ს ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, ურყევია.

"მომავალ კვირას თეთრ სახლში მეშვიდედ შევხვდები უკრაინის პრეზიდენტს. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ისინი იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის, ურყევია", - წერს ჰარისი.