ამერიკის შეერთებულ შტატებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" აშშ-ის მაღალი თანამდებობის ორი პირსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც "ამერიკის ხმა" წერს, წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
"აშშ-ს მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის“, - განუმარტავს ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ერთი წყარო „ამერიკის ხმას“, რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე. სანქციებს „მოჰყავს არგუმენტად მთელი რიგი საკითხები, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირი გამოთხრა და ასევე საერთაშორისო კორუფცია, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთის ფედერაციისთვის", - აცხადებს წყარო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press