ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, უზრუნველყოს ჩრდილოეთ ისრაელის და სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება.
"ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და თავიდანვე ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ შეძლოს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის თანამშრომლები ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გვაქვს", - განაცხადა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press