Foto

ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-დან 14-მდე გაიზარდა - BBC

ლიბანის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანზე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 12-დან 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით,  11 ლიბანელი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

“ავიაიერიშის შედეგად ჩამოინგრა სახლები - ადგილზე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია“,- აცხადებენ ადგილობრივ სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში.