რუსეთის კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში აფეთქებებია - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონის ხელმძღვანელის თქმით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით ჩამოაგდეს.
“ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებებით. ერთ-ერთი მათგანის ნამსხვრევების დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა ფეთქებადსაშიშ საგნებზე - დაიწყო დეტონაცია“,- განაცხადა რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა.
თვითმხილველთა ცნობით, აფეთქებები ისმის სამხედრო საწყობის ტერიტორიაზეც.
“ამჟამად უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ხანძრის ადგილის სიახლოვეს მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებითი ევაკუაცია უახლოეს დასახლებულ პუნქტებში. ტიხორეცკში გაიხსნა დროებითი განთავსების პუნქტი. სახანძრო ბრიგადები და სპეციალური სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ“,- განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press