ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კაროლინის შტატში პატიმრის სიკვდილით დასასჯელად ინექცია გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, 46 წლის ფრედი ოუენსი სიკვდილით 1999 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის დასაჯეს - მან 19 წლის ასაკში მაღაზიის ძარცვისას მოლარე მოკლა.
მედიის ინფორმაციით, შტატის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს უარი თქვა სიკვდილით დასჯის აღსრულების შეჩერებაზე, ხოლო გუბერნატორმა ჰენრი მაკმასტერმა არ შეიწყალა მსჯავრდებული.
ოუენსის ადვოკატები ცდილობდნენ, სასჯელი გადაევადებინათ და სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე შუამდგომლობით მიმართეს აშშ-ის უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press