რუსეთს აქვს შეიარაღება, რომელიც “უკრაინის რეჟიმის პატრონებს სერიოზულ შედეგს მოუტანს, თუმცა,“ბირთვული ომი“ არავის სურს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც ლავროვმა “სქაი არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს არ სურს “ბირთვული ომი“ და მიიჩნევს, რომ “წითელ ღილაკზე“ საუბრები არაადეკვატურია.
“ჩვენ ვსაუბრობთ წითელ ხაზებზე იმ იმედით, რომ ჩვენს შეფასებებსა და განცხადებებს მოისმენენ ჭკვიანი, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. იმის თქმა, რომ თუ ხვალ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე მოგთხოვთ, ჩვენ დავაჭერთ “წითელ ღილაკს“, არასერიოზულია“,- აღნიშნა ლავროვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press