Foto

უკრაინის ხელისუფლების „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატოში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს - Bloomberg

უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, უკრაინის ნატოში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg -ის ცნობით, “გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს  - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.