უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, უკრაინის ნატოში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg -ის ცნობით, “გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press