იაპონიის ცენტრალურ ნაწილში, ორ ქალაქში ძლიერი წვიმით გამოწვეული დატბორვის საფრთხის გამო 30 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC - ის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში - 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია.
მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის საფრთხის შესახებ ადგილობრივმა სინოპტიკოსებმა მოსახლეობას ინფორმაცია დროულად მიაწოდეს.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
“პრეფექტურაში 12 მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებების ნაწილი დატბორა“,- აცხადებენ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press