საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში", რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
"დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press