პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ ირაკლი კობახიძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად შუამდგომლობას ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს.
გია ხუხაშვილის "ფეისბუქ" პოსტს "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან:
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.
ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული.
ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს…" - წერს გია ხუხაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press