37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.
კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრები, ახლობლები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, დიღმის მასივში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press