უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის “გამარჯვების გეგმას“ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, “ამერიკას აქვს საკმარისი ძალა, რათა უკრაინის მოკავშირეებთან ერთად მათი საჭიროებები უზრუნველყოს“.
“ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ისე, როგორც გათვალისწინებულია მშვიდობის ფორმულით, გაეროს წესდებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press