ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში,- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს.
ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო იზოლაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება.
"ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ის მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ, მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს",- აცხადებს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 25 სექტემბერს, კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press