კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არის 16 წლის გოგონა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.
“კრამატორსკში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დაზიანდა“,- განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები, სავარაუდოდ, “ტორნადოს“ ტიპის რეაქტიული სისტემით განახორციელეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press