მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” მიმართ "ნდობა სრულად დაკარგული აქვს".
“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია, გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს",- ამბობს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 25 სექტემბერს, კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press